ლაგის აპლიკაციის გააქტიურება და სარგებლობა ძალიან მარტივია. ამისათვის თქვენ უნდა გაიაროთ რამდენიმე ეტაპი:
1. იწერთ აპლიკაციას
აპლიკაცია ანდროიდისთვის
აპლიკაცია აიოსის სისტემისთვის
2. გვიკავშირდებით Facebook - ის საშუალებით და გვიგზავნით თქვენს მონაცემებს:
პირადობის/პასპორტის ასლი (სურათი უნდა გადაუღოთ და გამოგვიგზავნოთ);
სელფი პირადობასთან ან პასპორტთან ერთად (იდენტიფიკაციის მიზნით);
საკონტაქტო ნომერი;
მისამართი;
3. აპლიკაციაში არის 2 ველი და უთითებთ ოპერატორის მიერ მონიჭებულ ნომერს და პაროლს.
4. აპლიკაცია აქტიურდება.
ჩვენი აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ თქვენ გქონდეთ მხოლოდ მობილური ინტერნეტი.
ვისაც დაურეკავთ, მას არც ინტერნეტი დასჭირდება და არც მსგავის აპლიკაცია.
ასევე, თქვენი სიმ-ბარათი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ. აპლიკაცია მასზე დამოკიდებული არ არის.
აპლიკაციის ფუნქციების შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ შემდეგი
ინსტრუქცია.
5. ულიმიტო პაკეტის გააქტიურება.
ულიმიტო პაკეტი აქტიურდება ბალანსის შევსებისთანავე. თქვენ შეგიძლიათ ერთბაშად შეავსოთ რამდენიმე თვის ბალანსი. ბალანსი ივსება აპლიკაციის ნომერზე. (აპლიკაციას ენიჭება გააქტიურებისთანავე ფიქსირებული ქსელის ქართული ნომერი)
6. დარეკვის წესები.
ლაგის აპლიკაციიდან ირეკება პირდაპირ ნომრით, კოდების გარეშე.
ლაგის ნომერზე დარეკვისას თუ ლაგის ნომერი იწყება 2-იანით ნომრის წინ უნდა მიუთითონ (032 xxx xx xx).
ლაგის ნომერზე დარეკვისას თუ ლაგის ნომერი იწყება 7-იანით ნომრის წინ იკრიფება 0-იანი (0706 xxx xxx).
7. SMS გაგზავნის წესები.
ლაგის აპლიკაციიდან SMS შეტყობინების გაგზავნისას უნდა მიუთითოთ მობილური ოპერატორის ნომერი პირდაპირ.
ლაგის ნომერზე SMS გაგზავნისას თუ ლაგის ნომერი იწყება 2-იანით ნომრის წინ უნდა მიუთითონ (+995 32 xxx xx xx).
ლაგის ნომერზე SMS გაგზავნისას თუ ლაგის ნომერი იწყება 7-იანით ნომრის წინ უნდა მიუთითონ (+995 706 xxx xxx).
8. თანხმობა ლაგის პირობებზე.
აპლიკაციის გადმოწერითა და მონაცემების გადმოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით კომპანიის პირობებს. პირობები იხილეთ შემდეგ
ბმულზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N41, თბილისი, 0177
ტელ: (032) 242-50-60
ელ-ფოსტა: lagi@lagi.ge
FaceBook