მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობები
წინამდებარე მომსახურების სტანდარტული პირობები შედგენილია საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად და არეგულირებს ოპერატორსა და აბონენტს შორის ურთიერთობებს.
1. მხარეები თანხმდებიან, რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე გარიგების დადება და სატელეფონო ნომრის გააქტიურება
შესაძლებელია დისტანციურადაც, აბონენტის ნების გამოვლენით სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეთოდით, რაც გულისხმობს;
აბონენტის მხრიდან კომპანიის მისამართზე პერსონალური მონაცემების, (პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემების) დისტანციურად გადაგზავნას,
მონაცემების იდენტიფიკაციის შემდეგ აბონენტს ენიჭება სატელეფონო ნომერი, ეგზავნება „პერსონალური კოდი “ და დასტური კომპანიის აპლიკაციის გადმოწერისა,
აბონენტის მხრიდან აპლიკაციის გადმოწერით, პერსონალური კოდისა და ნომრის აპლიკაციაში შეყვანით ხდება ნომრის გააქტიურება.
2. მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
2.1 მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება: საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კანონმდებლობით, `მეწარმეთა შესახებ~,` ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ~ საქართველოს კანონებით და სხვა მოქმედი საკანონმდებლო
და კანონმდებარე ნორმატიული აქტებით, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას ოპერატორსა `ოპერატორსა~ და "აბონენტს" შორის.
2.2 "აბონენტი" ვალდებულია:
„აბონენტის „პერსონალური კოდი“//„პინ კოდი“ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის გადაცემა-დაცვაზეც პასუხისმგებელია
„აბონენტი“. შესაბამისად, „აბონენტის პერსონალური კოდის“/“პინ კოდის“ საშუალებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ითვლება „აბონენტის“
მიერ განხორციელებულად და ამგვარი ქმედების ნებისმიერ შედეგებზე, სრულად და ერთპიროვნულად პასუხისმგებელია „აბონენტი“.
2.3 აბონენტს უფლება არა აქვს კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება,
ან მინიჭებული უფლება (გარდა აბონენტის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისა);
კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე აბონენტის მიერ ამ მიზნით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ან/და გარიგება ბათილია და
არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, გარდა კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული შემთხვევებისა.
აღნიშნული არ გამორიცხავს კომპანიის უფლებასა და შესაძლებლობას, მიუხედავად მისი წინასწარი თანხმობის არ არსებობისა,
მიიღოს მესამე პირისაგან ვალდებულების შესრულება; ამ შემთხვევაში, აბონენტის თანხმობა შესრულებული ვალდებულების მიღებაზე კომპანიას არ მოეთხოვება.
2.4 მხარეები ადასტურებენ, რომ სააბონენტო ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა
მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე.
2.5 აბონენტი ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები, მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაცია სწორი და ნამდვილია;
ყალბი/არასწორი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება
კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას და შესაძლოა გამოიწვიოს ხელშეკრულების
ცალმხრივად შეწყვეტა ან/და შესაბამისი პასუხისმგებლობა.
2.6 აბონენტი ვალდებულებას იღებს დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას პერსონალური მონაცემების, მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაციის, ცვლილების შესახებ კომპანიის სატელეფონო ცხელ ხაზზე: 2425060 ზე დარეკვით,
ან სერვის-ცენტრში წერილობითი განაცხადის შეტანის გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში,
კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას აბონენტისთვის კომპანიისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე გაგზავნილი შეტყობინების
არ/ვერ გაცნობის შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი სახის შესაძლო ზიანსა თუ ზარალზე.
2.7 იმ შემთხვევაში თუ აბონენტი აირჩევს სატარიფო გეგმას “ულიმიტო” რაც გულისხმობს სავალდებულო დეპოზიტს და 60 დღის განმავლობაში არ შეიტანს დეპოზიტს აბონენტს შეეზღუდება მომსახურება ორმხრივად,
შეუწყდება ხელშეკრულება და მოეხსნება მინიჭებული ნომერი. ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომსახურება:
ავანსის (დეპოზიტის ამოწურვის შემთხვევაში) თუ აბონენტი მოწყობილობით ზიანს აყენებს ოპერატორს, სხვა აბონენტს,
ან მესამე პირს აბონენტისთვის გამოყოფილი სააბონენტო ნომრით, თუ სააბონენტო მოწყობილობის გამოყენებით ხდება ქსელში უნებართვო ჩართვა მონაცემთა ბაზებში შეღწევა,
მომსახურების გაყიდვა ან ნომრის გადაცემა მესამე პირისთვის ოპერატორის თანხმობის გარეშე.
2.8 აბონენტი ვალდებულია არ გამოიყენოს ტელეფონის ნომერი და იდენტიფიკაციის უნიკალური კოდი მასობრივი გზავნილებისათვის, ასევე შლუზის ან დანადგარების დასაყენებლად სხვა ქსელში შესაღწევად,
არ მოახდინოს არასწორი ტერმინაცია, A ნომრის ცვლილება, არ მოახდინოს შეუსაბამოდ მაღალი ტრაფიკის გატარება,
რითაც ზიანს აყენებს ოპერატორს, არ აქვს უფლება ნომრისა და უნიკალური კოდის სხვა პიროვნებაზე გადაცემის.
3. “ოპერატორი” ვალდებულია:
3.1 ხელშეკრულების გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ქსელში ჩართვის საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
გადახდის შემდგომ უზრუნველყოს აბონენტის ქსელში ჩართვა.
3.2 უზრუნველყოს შეზღუდული მომსახურების განახლება შეზღუდვის მიზეზების აღმოფხვრიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.
3.3 გაუწიოს აბონენტს მომსახურება ოპერატორისათვის გაცემული ლიცენზიების პირობებისა და შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში.
3.4 ოპერატორის ვებგვერდის საშუალებით, ან ცხელ ხაზზე დაკავშირებისას, ან მომსახურების ოფისებში უზრუნველყოს აბონენტისათვის მომსახურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა,
მათ შორის, ინფორმირება აბონენტის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
3.5 მოახდინოს მომსახურებაში არსებული შეფერხებების და ნაკლოვანებების აღმოფხვრა და ქსელის ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირების აღდგენა
ტექნიკური შესაძლებლობებისა და მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში, გონივრულ, ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.
3.6 თუ აბონენტი სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით, რომელიც მოიცავს სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფას, მისცეს აბონენტს საშუალება მომსახურების ფარგლებში
უსასყიდლოდ და ფულადი საავანსო თანხის (დეპოზიტის) ამოწურვის შემთხვევაშიც, განახორციელოს ზარი ოპერატორის ცხელ ხაზზე და საგანგებო სამსახურის ნომრებზე.
3.7 უზრუნველყოს აბონენტთა მხრიდან შემოსული პრეტენზიების განხილვა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში,
ხოლო მისი დასაბუთებულად მიჩნევის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი.
3.8 ბალანსის/ერთეულების ამოწურვის, დავალიანების, ან დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო მომსახურების შეზღუდვამდე, ტექნიკური და პროგრამულ-აპარატურული ფუნქციონალობის სრული ხელმისაწვდომობის და
შესაძლებლობების ფარგლებში გაფრთხილების მიზნით მოახდინოს აბონენტის ინფორმირება მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ.
სხვა შემთხვევებში (მაგ.: ფორს-მაჟორი) ოპერატორი მიიღებს გონივრულ ზომებს აბონენტის ინფორმირებისათვის; უზრუნველყოს აბონენტის ინფორმირება
სტანდარტული პირობების, ხელშეკრულების პირობების/ტარიფის ცვლილების შემთხვევაში, ცვლილებების შემოტანამდე არანაკლებ 30 დღით ადრე სმს
შეტყობინების გაგზავნით, ან ინფორმაციის განთავსებით ინტერნეტში, კომპანიის ვებ-გვერდზე ამასთანავე, თუკი აბონენტის მიერ აღნიშნული შეტყობინების
მიღების, ან საიტზე განთავსების თარიღიდან 30 დღის განმავლობაში ოპერატორი არ მიიღებს აბონენტისაგან სრულ, ან ნაწილობრივ უარს ამგვარ ცვლილებებთან
დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ აბონენტი ეთანხმება მითითებულ ცვლილებებს. ამასთან, ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტის პერიოდულ ინფორმირებას
ოპერატორის მიერ შეთავაზებული პროდუქტებისა და დამატებითი სერვისების პირობების შესახებ, რათა აბონენტს გააჩნდეს სრულყოფილი ინფორმაცია
ოპერატორის პროდუქტებისა და მომსახურების პირობების შესახებ.
3.9 უზრუნველყოს დროული და ხარისხიანი სატელეფონო მომსახურება.
3.10 აბონენტისთვის მიწოდებული ვოიპ სატელეფონო კავშირის ხარისხი ქსელის კონსტრუქციული თავისებურებების გამო დამოკიდებულია აბონენტის ინტერნეტისა და
ტელეფონის აპარატის ხარისხზე რაც ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.
3.11 "აბონენტის" მოთხოვნის შემთხვევაში მიწოდებულ ანგარიშს თან დაურთოს
დეტალური ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის შესაბამისი მომსახურების გაწევის დროს, დროის ხანგრძლივობის, შემომავალი და გამავალი ზარების ნომრის შესახებ.
3.12 არ გასცეს "აბონენტის" პერსონალური ინფორმაცია თვით "აბონენტის" თანხმობის გარეშე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
4. მომსახურების სახე და ღირებულება
4.1ტელეფონის დადგმის პირობები და საფასური, ძირითადი და დამატებითი მომსახურების სახეები და
მათი ტარიფები მოცემულია დანართის სახით, რომელიც არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.
5. ანგარიშსწორება და დეპოზიტი
5.1 ანგარიშსწორება ხორციელდება საბანკო ქსელის მეშვეობით.
6. პრეტენზიების და საჩივრების წარდგენა და დავის გადაწყვეტა
6.1 "ოპერატორის" სახელზე შემოსული პრეტენზიები და საჩივრები მიიღება წერილობით ფორმაში "ოპერატორის" ოფისში ვაჟა-ფშაველას გამზ. #41-ში.
6.2 "ოპერატორის" სახელზე შემოსული წერილობითი განცხადება მიღების დღეს იქნება გატარებული სარეგისტრაციო
ნომრით და მოთხოვნის შემთხვევაში "აბონენტს" გადაეცემა რეგისტრაციაში გატარების დადასტურება.
6.3 "ოპერატორი" ვალდებულია საჩივარი განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საჩივრის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს მე-15 დღის.
6.4 "ოპერატორის" გადაწყვეტილება უნდა იყოს ყოველმხრივ სრული, ობიექტური და დასაბუთებული.
6.5 ტელეფონის დაზიანების შემთხვევაში "აბონენტი" ტელეფონით ატყობინებს "ოპერატორის" დაზიანების ბიუროს.
"ოპერატორი" ვალდებულია აღმოფხვრას დაზიანება შეტყობინებიდან 2 დღის ვადაში.
6.6 "ოპერატორის" საინფორმაციო სამსახურში "აბონენტს" შეუძლია უფასოდ მიიღოს ინფორმაცია ტარიფების,
არსებული დავალიანების და დამატებითი მომსახურების შესახებ.
7.ფორს-მაჟორი
7.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი
ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
7.2 დაუძლეველი ძალის გარემოებებს მიეკუთვნება სტიქიური უბედურებები (წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი და სხვა), საომარი მოქმედებები,
სამოქალაქო არეულობები, გაფიცვები და სხვა აქტები,
რაც შეაფერხებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
8. ხელშეკრულების ვადა
8.1 ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
8.2 ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ხდება მხარეთა შეთანხმებით, ან ერთ-ერთი მხარის ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
9. საერთო პირობები
9.1 აბონენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ გაცნობილია და ეთანხმება კომპანიის მომსახურების წესსა და ტარიფებს.
9.2. წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.
9.3 აბონენტი ადასტურებს, რომ სტანდარტული პირობის შინაარსი მის მიერ აღქმულია ზუსტად და იგი სრულად შეესაბამება მის ნებას. ამასთან, მის მიერ ნების გამოვლენა მოხდა
პირობის შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
9.4 წინამდებარე ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით,
უპირველეს ყოვლისა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
9.5 იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობით, ზოგიერთი კატეგორიის აბონენტისათვის გათვალისწინებულია და გამოიყენება წინამდებარე სტანდარტული
პირობებისაგან განსხვავებული პირობები და წესები, მაშინ გამოყენებული იქნება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები იმ
ფარგლებში, რა ფარგლებშიც ის არეგულირებს წინამდებარე სტანდარტული პირობებით დარეგულირებულ ურთიერთობას.
9.6 სტანდარტული პირობების და ხელშეკრულების ყველა პირობა და დებულება ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეთათვის, სამართალმემკვიდრეთათვის, წარმომადგენელთათვის,
თუ სტანდარტული პირობების ან/და მისი მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის შინაარსის გათვალისწინებით კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
9.7 სტანდარტული პირობების/ხელშეკრულების მუხლები, პუნქტები, ქვეპუნქტები ან/და დანართები დანომრილი და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და
ამ ფაქტს არ აქვს ზეგავლენა მათი დებულებების განმარტებაზე.
9.8 სტანდარტული პირობების ძალაში შესვლით უქმდება მის ძალაში შესვლამდე მოქმედი მომსახურების სტანდარტული პირობები.
9.9 წინამდებარე სტანდარტული პირობები და ხელშეკრულების ნიმუშები ასევე ხელმისაწვდომია ოპერატორის ვებგვერდზე.
დანართი
აბონენტმა კომპანიის აპლიკაციის გადმოწერით, „პერსონალური კოდის“ მიღებითა და სატელეფონო ნომრის გააქტიურებით თანხმობა განაცხადა კომპანიის პირობებზე.
ნომრის გააქტიურებისთანავე აბონენტს ერთვება შემომავალი ზარები და სმს მომსახურება. აბონენტი იღებს ვალდებულებას ნომრის გააქტიურებიდან 5 დღის განმავლობაში შეავსოს ბალანსი რომელიც შეადგენს; 11 (თერთმეტ)
ლარს (30 დღიანი ულიმიტო სატელეფონო მომსახურების საფასურს) (დღგ- სა და 112 ის მომსახურების ჩათვლით)
ულიმიტო სატელეფონო მომსახურებაში შედის; სატელეფონო ზარები საქართველოს ფიქსირებული და მობილური ქსელის მიმართულებით გარდა
(ფასიანი მიმართულებებისა) ხოლო თუ ნომერი გაწერილია სერიულად რაც გულისხმობს ერთი ნომერის რამოდენიმე აპარატზე ან მოწყობილობაზე გაწერას,
ან დაინსტალირებას, გადასახადი შეადგენს აპარატების რაოდენობის შესაბამისად ყოველ მოწყობილობაზე 11 ლარს.
აბონენტის მიერ მომსახურების მიღება ხორციელდება აბონენტის მხრიდან სააბონენტო ანგარიშზე მომსახურებისათვის
განსაზღვრული ფულადი (საავანსო) თანხის (დეპოზიტის) არსებობის/მომსახურების წინასწარ შეძენის შემთხვევაში.
მომსახურება ხელმისაწვდომია დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად გარდა გადაუდებელი სარემონტო და
პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობისა და შეესაბამება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ
დადგენილ ტექნიკურ ნორმებს, სტანდარტებს და ოპერატორის ლიცენზიის პირობებს პუნქტებით განსაზღვრული
გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით. ამასთან, ერთიანი უწყვეტი ზარის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 30 წუთს.
რადიოტალღების ბუნებრივი გავრცელების თავისებურებების გამო, მომსახურება შესაძლებელია არ იყოს უწყვეტი, ან შეუფერხებელი, რადიოსატელეფონო სიგნალი შეიძლება დაიკარგოს, ან მომსახურების ხარისხი შესაძლებელია გაუარესდეს განსაკუთრებით შენობებთან,
შენობებში, გვირაბებში, სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში, ან მომსახურების მიღების ადგილის, გეოგრაფიული,
მეტეოროლოგიური, ან სხვაგვარი თავისებურებებიდან გამომდინარე.
ქსელის აგებულების თავისებურებებიდან გამომდინარე მომსახურება და მისი ხარისხი დამოკიდებულია აბონენტის ტელეფონის აპარატზე,
ინტერნეტის ხარისხზე, სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების, მათ შორის საქალაქთაშორისო,
ან საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების ოპერატორების მოწყობილობების და
მათი ფუნქციონირების ხარისხზე, რომელიც სცილდება ოპერატორის პასუხისმგებლობის ფარგლებს.
ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების შეფერხებების, ან ნაკლოვანებებისათვის იმ შემთხვევაში თუ მომსახურების მისაღებად აბონენტი იყენებს გაუმართავ,
დაზიანებულ ან დადგენილ ტექნიკურ ნორმებთან შეუსაბამო სააბონენტო მოწყობილობას ან თუ ეს უკანასკნელი მოდიფიცირებულია
ან გარემონტებულია მწარმოებლის არაავტორიზებული წარმომადგენლის მიერ და მასთან შეთანხმების გარეშე.
ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომსახურების მიწოდება ცალმხრივად (გამავალი ზარი,
სმს და ყველა სახის ფასიანი მომსახურება) ავანსის (დეპოზიტის/ერთეულების) ამოწურვის შემთხვევაში,
(შეზღუდვამდე წინასწარ ორი დღით ადრე აბონენტს გაეგზავნება სმს შეტყობინება ავანსის დეპოზიტის ამოწურვის თაობაზე),
მომსახურების მიწოდება განახლდება დავალიანების სრულად დაფარვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სააბონენტო
ანგარიშზე დადებითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში. ფულადი საავანსო თანხის (დეპოზიტის) ამოწურვის შემთხვევაში,
თუ არ შეიზღუდა მომსახურების მიწოდება აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი საავანსო თანხის (დეპოზოტის) ზემოთ გაწეული მომსახურების საფასური.
თუ აბონენტი შეზღუდული მომსახურებიდან 60 დღის განმავლობაში არ შეიტანს ავანსს ( დეპოზიტს ) მაშინ გაეგზავნება სმს შეტყობინება ნომრის გაუქმების თაობაზე
ნომერი შეიზღუდება ორმხრივად და გაუქმდება ხელშეკრულება.
ლაგის საინფორმაციო სამსახურის ნომერი: 0322425060
ლაგის საიდენტიფიკაციო კოდი: 202911242
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შპს “ლაგი“
იურიდიული მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N41
საიდენტიფიკაციო ნომერი: 202911242
ვებგვერდი: lagi.ge
ელ. ფოსტა: lagi@lagi.ge
რას გულისხმობს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და როგორ ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას: ჩვენი (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „კომპანია“ და „ლაგი“ ნიშნავს შპს „ლაგს“) კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს თუ როგორ ხდება თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება, გაზიარება და დაცვა ჩვენს მიერ. თუ ჩვენი მხრიდან მოხდება ამ პოლიტიკის განახლება, ნებისმიერი ასეთი ცვლილება გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.
1.განმარტება
1.1 აპლიკაცია: მობილური აპლიკაცია “Lagi” რომელიც წარმოადგენს ლაგის მობილურ აპლიკაციას, არის ხელმისაწვდომი როგორც აიოსის (iOS), ისე ანდროიდის (Android) ოპერაციული სისტემისთვის. აპლიკაცია ატვირთულია შესაბამის ოფიციალურ მარკეტში, როგორიცაა “App Store” და “Play Store”
1.2 სერვისი: შემომავალი/გამავალი ზარები და შეტყობინებები VoIP სერვისით, რომელიც ხდება აპლიკაციის საშუალებით
1.3 მოწყობილობა: მოწყობილობა ნიშნავს ნებისმიერ მოწყობილობას, რომელსაც შეუძლია სერვისზე წვდომა, როგორიცაა მობილური ტელეფონი, ტაბლეტი ან კომპიუტერი, რომლებიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ჩამოტვირთოს აპლიკაცია და ისარგებლოს სერვისით.
2. პერსონალური მონაცემის შეგროვება/შენახვა
2.1 პერსონალური მონაცემები: არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს ინდივიდს (როგორიცაა თქვენი სახელი, მომხმარებლის სახელი, მისამართი, მობილური ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი), დამუშავებული კომპანიის მიერ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისათვის. პერსონალური მონაცემები ასევე მოიცავს ნებისმიერ ინფორმაციას ინდივიდის შესახებ, რომელიც პირდაპირ კავშირშია პერსონალურ იდენტიფიცირებულ ინფორმაციასთან და დამუშავებულია კომპანიის მიერ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის. პერსონალური ინფორმაცია არ შეიცავს „აგრეგატულ“ ინფორმაციას, რომელიც არის მონაცემი, რომელსაც კომპანია აგროვებს სერვისის პრობლემების აღმოსაფხვრელად და გაუმჯობესების მიზნით
2.2 პრობლემის მოგვარება და ლოგ ფაილების გაზიარება: მომხმარებლის ინფორმაცია არ გროვდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ჩვენი სერვისის კონკრეტული ფუნქციის გაუმჯობესებისთვის ან პრობლემის გადაჭრისთვის (Log Debug File, Apple Push Notification Service, Firebase Cloud Messaging) ინფორმაცია არასდროს არის გაზიარებული მესამე მხარესთან. სერვისის დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია უარი განაცხადოს მსგავსი ინფორმაციის მოწოდებაზე, მაგრამ მომხმარებელი აქვე აცნობიერებს, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს მისი სერვისის პრობლემის აღმოფხვრაზე.
2.3 აპლიკაციის წვდომა: აპლიკაციას აქვს წვდომა ტელეფონის კონტაქტებზე და არსებულ ინფორმაციას აპლიკაცია იყენებს მხოლოდ იმისთვის, რომ მომხმარებლებს მისცეს საშუალება აპლიკაციაშივე მარტივად მოძებნონ სასურველი კონტაქტი და დაუკავშირდნენ მარტივად.
2.4 ინფორმაციის შენახვა/დამუშავება: ჩვენ ვინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას ჩვენს დაცულ და უსაფრთხო ბაზაში სანამ თქვენ ხართ ჩვენი სერვისის მომხმარებელი. ჩვენ ასევე შეიძლება შევინარჩუნოთ ეს ინფორმაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას შემდეგ, რაც თქვენ აღარ იქნებით მომხმარებელი, თუ ეს აუცილებელია კანონის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს მონაცემის შენახვის წინაპირობა, მონაცემები ნადგურდება.
3. პერსონალური მონაცემის გაზიარება:
3.1 ინფორმაციის გამჟღავნება მესამე მხარისთვის: კომპანია არ უზიარებს პირად ინფორმაციას მესამე მხარეს. ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა ხდება მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ ის გონივრულად აუცილებელია თაღლითური შემთხვევისაგან ჩვენი დაცვის, ჩვენი უფლებებისა და ქონების დაცვის ან ჩვენი მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით.
3.2 კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება: კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება განახლდეს კომპანიის მიერ. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც იქნება მომავალში შეტანილი კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, განთავსდება საჯაროდ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.lagi.ge მომხმარებელი ვალდებულია თვალი პირობების განახლებას.
4. მომხმარებლის უფლება:
4.1 თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს და მოითხოვოთ პერსონალური ინფორმაციის ასლის მიღება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია თქვენთან დაკავშირებით.
4.2 თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ გაგვაჩნია არასწორი მონაცემი თქვენს შესახებ, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი ჩასწორება. მოთხოვნა უნდა გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტის საშუალებით: lagi@lagi.ge