ლაგის აპლიკაცია

ლაგის ზარებით & SMS-ით სარგებლობისთვის eSIM არ არის საჭირო, ხოლო დარეკვისას ინტერნეტი მხოლოდ თქვენ დაგჭირდებათ. მეორე მხარეს არც ინტერნეტი ესაჭიროება და არც აპლიკაცია ზარის ან SMS-ის მისაღებად. იხილეთ აპლიკაციით სარგებლობის ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე

  • ინტერნეტი მთელ მსოფლიოში

    გაიაქტიურეთ აპლიკაციიდანვე უმაღლესი ხარისხის საქართველოს ინტერნეტი. ასევე, რეგიონალური და ლოკალური სამოგზაურო eSIM ინტერნეტ პაკეტები. ინტერნეტით სარგებლობისთვის აუცილებელია ტელეფონს ჰქონდეს eSIM-ის მხარდაჭერა

  • ულიმიტო ზარები

    აპლიკაციას მოყვება ქართული ვირტუალური ნომერი, რომლითაც შეძლებთ ნებისმიერი ქვეყნიდან ულიმიტოდ საუბარს საქართველოს ნებისმიერ მობილურ და ფიქსირებულ ქსელთან ყველაზე დაბალ ფასად!

  • ულიმიტო SMS სერვისი

    აპლიკაციიდან შეგიძლიათ გააგზავნოთ ულიმიტო SMS საქართველოს ნებისმიერ მობილურ ოპერატორთან!

  • ბალანსის შევსება

    ბალანსის შევსება შესაძლებელია ლაგის აპლიკაციიდანვე, ინტერნეტ ბანკებით და სწრაფი გადახდის აპარატებით!

iPhone mockup
  • უფასო შემომავალი ზარი

    მიიღეთ შემომავალი ზარი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. შემომავალი ზარი ლაგის ნომერზე ლაგის აბონენტებისთვის არის უფასო!

  • ბონუს სისტემა

    შემომავალი ზარებიდან დაგროვებულ ყოველ 30 წუთზე თქვენ მიიღებთ საჩუქრად +1 ულიმიტო დღეს!

  • კონფერენც ზარის ფუნქცია

    შექმენით კონფერენც ზარი, დაურეკეთ რამდენიმე პირს ერთდროულად და ესაუბრეთ ულიმიტოდ ზედმეტი ტარიფის გარეშე!

  • 24/7-ზე ტექნიკური მომსახურება

    ლაგის ტექნიკური ჯგუფი მზად არის აბონენტებს მოემსახუროს ნებისმიერ დროს!

ჩვენზე რეკომენდაციები

პაკეტები & ფასები

აირჩიეთ სასურველი კატეგორია და ნახეთ დეტალური ტარიფები

ზარები & SMS
რეგიონალური ინტერნეტი
ლოკალური ინტერნეტი

გადმოწერეთ აპლიკაცია

ლაგის შესახებ

სატელეფონო კომპანია ლაგი დაარსდა 1997 წელს და 25 წელზე მეტია რაც მომხმარებლებს ერთგულად ემსახურება. კომპანია სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სატელეკომუნიკაციო სერვისებს მობილური აპლიკაციის საშუალებით. ლაგის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ინოვაციური და მოთხოვნადი სერვისების დანერგვა ბაზარზე მომხმარებლებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხამრებლების მოთხოვნები სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში. კომპანიამ მოახდინა eSIM ინტერნეტ პაკეტების ინტეგრაცია მობილურ აპლიკაციაში, რამაც საშუალება მისცა ლაგის აპლიკაციის მომხმარებლებს შეიძინონ უმაღლესი ხარისხის eSIM მობილური ინტერნეტ პაკეტები მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ამასთანავე, ლაგი სთავაზობს ყველას ავიაბილეთების შესაძენ პლატფორმას და კომპანია აქტიურად ოპერირებს ელექტრონულ კომერციაშიც.

ბალანსის შევსება

ლაგის ბალანსის შევსება შესაძლებელია როგორც ბანკიდან, ისე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტ ბანკის მეშვეობით.

ხშირად დასმული კითხვები

ლაგი არის მობილური აპლიკაცია, რომლითაც შეგიძლიათ გაიაქტიუროთ ულიმიტო ზარები, SMS და ინტერნეტ პაკეტები მთელ მსოფლიოში. მთელი მსოფლიოდან შეგიძლიათ დარეკოთ საქართველოში ლაგის აპლიკაციით.

ლაგის მობილური აპლიკაციით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.

არა. ზარები და SMS-ისთვის eSIM არ არის საჭირო. eSIM გჭირდებათ მხოლოდ მაშინ, თუ გაიაქტიურებთ ლაგის აპლიკაციიდან მობილურ ინტერნეტსაც.

დიახ, ლაგი გთავაზობთ იაფ მობილურ ინტერნეტს საქართველოში: გიგაბაიტები, ულიმიტო ინტერნეტი და ყველაფერი ულიმიტო. დეტალურად იხილეთ ინტერნეტი საქართველოში. ლაგის ინტერნეტით სარგებლობისთვის აუცილებელია eSIM.

დიახ, ლაგის აპლიკაციიდან შეგიძლიათ შეიძინოთ როუმინგ (სამოგზაურო) ინტერნეტი 190+ ქვეყანაში. ფასები და ხარისხი არის იდეალური. დეტალურად იხილეთ სამოგზაურო ინტერნეტის გვერდზე.

ლაგის აპლიკაციიდან შეგიძლიათ შეიძინოთ ინტერნეტ პაკეტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პაკეტის შესაძენად გადადით აპლიკაციაში ინტერნეტის გვერდზე და შეავსეთ ბალანსი. იხილეთ სამოგზაურო eSIM.

ინტერნეტი მუშაობს eSIM ტექნოლოგიით — ტელეფონს უნდა ჰქონდეს eSIM-ის მხარდაჭერა. დეტალური ინსტრუქცია: iPhone და Android.