ჩვენი აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. სარგებლობისთვის აუცილებელია გქონდეთ მობილური ინტერნეტი. ვისაც დაურეკავთ, მას არც ინტერნეტი დასჭირდება და არც მსგავის აპლიკაცია. ასევე, თქვენი სიმ-ბარათი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ. აპლიკაცია მასზე დამოკიდებული არ არის.
ულიმიტო პაკეტი აქტიურდება ბალანსის შევსებისთანავე. თქვენ შეგიძლიათ ერთბაშად შეავსოთ რამდენიმე თვის ბალანსი.
შემომავალი ზარებიდან დაგროვებულ ყოველ 30 წუთზე ჩვენ გჩუქნით 1 ულიმიტო დღეს უფასოდ. დღეში ჯამურად რამდენ 30 წუთსაც დააგროვებთ ერთ თუ სხვადასხვა ნომერთან საუბრისას, ლაგი იმდენ ულიმიტო დღეს გაჩუქებთ.
ლაგის აპლიკაციიდან შეგიძლიათ შეიძინოთ ინტერნეტ პაკეტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პაკეტის შესაძენად უნდა გადახვიდეთ აპლიკაციაში ინტერნეტის გვერდზე და შეავსოთ ბალანსი გაითვალისწინეთ, ლაგის ინტერნეტი მუშაობს eSIM ტექნოლოგიით და აუცილებელია თქვენს მობილურს ჰქონდეს eSIM-ის მხარდაჭერა. ასევე, უნდა იყოს Unlocked ვერსია და არა შეზღუდული რომელიმე პროვაიდერის მიმართ.
აპლიკაციის გადმოწერითა და მონაცემების გადმოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით კომპანიის პირობებს. პირობები იხილეთ შემდეგ ბმულზე.