* შეამოწმეთ აქვს თუ არა მობილურ ტელეფონს eSIM-ის მხარდაჭერა. აკრიფეთ *#06# და თუ ეკრანზე დაგიწერთ EID კოდს ესეიგი აქვს მხარდაჭერა. გაითვალისწინეთ, ტელეფონი უნდა იყოს Unlocked ვერსია და არ უნდა საჭიროებდეს ტურბო სიმს.
* ბალანსის შევსება შეგიძლიათ აპლიკაციიდანვე, ინტერნეტ ბანკით ან სწრაფი გადახდის აპარატებით.
* ინტერნეტ პაკეტის შეძენისთვის უნდა შეხვიდეთ პაკეტების გვერდზე აპლიკაციაში.
* პირველად ინტერნეტ პაკეტის შეძენისთანავე QR კოდი მოგივათ და გამოჩნდება აპლიკაციაში ჩემი eSIM-ის გვერდზე, რომელიც უნდა დაასკანეროთ თქვენი ტელეფონის კამერით, რომ დაინსტალირდეს. იგივე ქვეყნის ან რეგიონის პაკეტის მეორედ შეძენის შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო დასკანერება. ინსტალიაციისთვის საჭიროა თქვენი მობილური იყოს დაკავშირებული Wi-Fi-სთან ან თქვენი სიმ-ბარათის ინტერნეტთან. სხვა შემთხვევაში eSIM არ დაყენდება.
* QR კოდის დასკანერების შემდეგ უნდა შეხვიდეთ Settings - Mobile Services შემდეგ ჩართოთ ლაგის eSIM ON-ზე და ჩაურთოთ Data Roaming. ამის შემდეგ უნდა გადაიყვანოთ Mobile Data ლაგის eSIM-ზე. ვიზუალური ინსტრუქციის სახით იხილეთ ქვემოთ მოცემული სქრინშოთები.
* Mobile Data - ნიშნავს ინტერნეტს, სადაც უნდა აირჩიოთ ლაგის eSIM, რომ ტელეფონმა ლაგის ინტერნეტით დაიწყოს სარგებლობა.
* Default Voice Line - მიუთითებს შემომავალ ზარებს. აქ უნდა აირჩიოთ ყოველთვის თქვენი სიმ-ბარათი, რომ შემოგივიდეთ ზარები.
სქრინშოთები