* შეამოწმეთ აქვს თუ არა მობილურ ტელეფონს eSIM-ის მხარდაჭერა. აკრიფეთ *#06# და თუ ეკრანზე დაგიწერთ EID კოდს ესეიგი აქვს მხარდაჭერა. გაითვალისწინეთ, ტელეფონი უნდა იყოს Unlocked ვერსია და არ უნდა საჭიროებდეს ტურბო სიმს.
* ბალანსის შევსება შეგიძლიათ აპლიკაციიდანვე, ინტერნეტ ბანკით ან სწრაფი გადახდის აპარატებით.
* ინტერნეტ პაკეტის შეძენისთვის უნდა შეხვიდეთ პაკეტების გვერდზე აპლიკაციაში.
* პირველად ინტერნეტ პაკეტის შეძენისთანავე QR კოდი მოგივათ და გამოჩნდება აპლიკაციაში ჩემი eSIM-ის გვერდზე, რომელითაც უნდა დააინსტალიროთ eSIM. გადმოწერეთ ჯერ QR კოდი თქვენს ტელეფონში (ფოტოალბომში) შემდეგ შედით Settings-Connections-SIM Manager და დააჭირეთ Add eSIM. იგივე ქვეყნის ან რეგიონის პაკეტის მეორედ შეძენის შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო დაინსტალირება. ინსტალაციისთვის საჭიროა თქვენი მობილური იყოს დაკავშირებული Wi-Fi-სთან ან თქვენი სიმ-ბარათის ინტერნეტთან. სხვა შემთხვევაში eSIM არ დაყენდება.
* eSIM-ის ჩასართავად შედით Settings-Connections-SIM Manager და Mobile Data გადაიყვანეთ ლაგის eSIM-ზე
* Data Roaming-ის ჩასართავად შედით Settings-Mobile Networks და ჩართეთ Data Roaming-ის ღილაკი.
* ვიზუალური ინსტრუქციის სახით იხილეთ ქვემოთ მოცემული სქრინშოთები.
სქრინშოთები