პირობები

აპლიკაცია ხელშეკრულება # თბილისი ___ ________ 2020 წ

შ.პ.ს "ლაგი" (შემდგომში "ოპერატორი") მისი დირექტორის, ნუგზარ ჭელიძის სახით, ერთის მხრივ, და
შ.პ.ს მისი დირექტორის სახით მეორეს მხრივ, (შემდგომში "აბონენტი") ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას ადგილობრივი სატელეფონო გაწევაზე საქართველოში მოქმედი კანონების და კოდექსების შესაბამისად.


1. ხელშეკრულების საგანი

1.1 "ოპერატორი" ახორციელებს`აბონენტისთვის~ VOIP ტელეფონის დადგმას
1.2 “ოპერატორი" ანიჭებს "აბონენტს" სააბონენტო ნომერს_
1.3 "ოპერატორი" სატელეფონო სადგურის საშუალებით უზრუნველყოფს"აბონენტის" სატელეფონო კავშირებით მომსახურებას.

2. მომსახურების სახე და ღირებულება
2.1 ტელეფონის დადგმის პირობები და საფასური, ძირითადი და დამატებითი მომსახურების სახეები და მათი ტარიფები მოცემულია დანართის სახით, რომელიც არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი
2.2 აპლიკაციის გადმოწერით ეთანხმებით კომპანიის პირობებს.
2.3 ოპერატორს უფლება აქვს ხელშეკრულების პირობებში, შეცვალოს მომსახურების პირობები, მათ შორის ტარიფები, გადახდის პირობები, ვადები და წესები, შეატყობინებს რა აბონენტს აღნიშნული ცვლილებების შემოტანამდე არანაკლებ 10 დღით ადრე სმს შეტყობინების გაგზავნით, ან ინფორმაციის განთავსებით ინტერნეტში, კომპანიის ვებ-გვერდზე ამასთანავე, თუკი აბონენტის მიერ აღნიშნული შეტყობინების მიღების, ან საიტზე განთავსების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში ოპერატორი არ მიიღებს აბონენტისაგან სრულ, ან ნაწილობრივ უარს ამგვარ ცვლილებებთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ აბონენტი ეთანხმება მითითებულ ცვლილებებს.

3. ანგარიშსწორება და დეპოზიტი
3.1 ანგარიშსწორება ხორციელდება საბანკო ქსელის მეშვეობით.

4. მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
4.1 მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება: საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კანონმდებლობით, `მეწარმეთა შესახებ~, `ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ~ საქართველოს კანონებით და სხვა მოქმედი საკანონმდებლო და კანონმდებარე ნორმატიული აქტებით, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას `ოპერატორსა~ და "აბონენტს" შორის.
4.2 "აბონენტი" ვალდებულია;
4.2.1 სატარიფო გეგმას “ულიმიტო”-
4.2.2 იმ შემთხვევაში თუ აბონენტი აირჩევს სატარიფო გეგმას “ულიმიტო” რაც გულისხმობს სავალდებულო დეპოზიტს და 60 დღის განმავლობაში არ შეიტანს დეპოზიტს აბონენტს შეეზღუდება მომსახურება ორმხრივად, შეუწყდება ხელშეკრულება და მოეხსნება მინიჭებული ნომერი. ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომსახურება : ავანსის ( დეპოზიტის ამოწურვის შემთხვევაში ) თუ აბონენტი მოწყობილობით ზიანს აყენებს ოპერატორს, სხვა აბონენტს ან მესამე პირს აბონენტისთვის გამოყოფილი სააბონენტო ნომრით, თუ სააბონენტო მოწყობილობის გამოყენებით ხდება ქსელში უნებართვო ჩართვა მონაცემთა ბაზებში შეღწევა, მომსახურების გაყიდვა ან ნომრის გადაცემა მესამე პირისთვის ოპერატორის თანხმობის გარეშე.
4.2.3 აბონენტი ვალდებულია არ გამოიყენოს ტელეფონის ნომერი და იდენტიფიკაციის უნიკალური კოდი მასობრივი გზავნილებისათვის, ასევე შლუზის ან დანადგარების დასაყენებლად სხვა ქსელში შესაღწევად, არ მოახდინოს არასწორი ტერმინაცია, A ნომრის ცვლილება ან სხვა ნებისმიერი ქმედება, არ მოახდინოს შეუსაბამოდ მაღალი ტრაფიკის გატარება რითაც ზიანს აყენებს ოპერატორს.
4.3 "ოპერატორი" ვალდებულია :
4.3.1 "აბონენტის" მოთხოვნის შემთხვევაში მიწოდებულ ანგარიშს თან დაურთოს
დეტალური ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის შესაბამისი მომსახურების გაწევის დროს, დროის ხანგრძლივობის, შემომავალი და გამავალი ზარების ნომრის შესახებ
4.3.2 არ გასცეს "აბონენტის" პერსონალური ინფორმაცია თვით "აბონენტის" თანხმობის გარეშე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე

5. პრეტენზიების და საჩივრების წარდგენა და დავის გადაწყვეტა
5.1 "ოპერატორის" სახელზე შემოსული პრეტენზიები და საჩივრები სატელეფონო საუბრების გადასახადთან დაკავშირებით მიიღება საუბრის განხორციელებიდან ერთი თვის განმავლობაში, წერილობით ფორმაში "ოპერატორის" ოფისში ვაჟა-ფშაველას გამზ. #41-ში
5.2 "ოპერატორის" სახელზე შემოსული წერილობითი განცხადება მიღების დღეს იქნება გატარებული სარეგისტრაციო ნომრით და მოთხოვნის შემთხვევაში "აბონენტს" გადაეცემა რეგისტრაციაში გატარების დადასტურება.
5.3 "ოპერატორი" ვალდებულია საჩივარი განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საჩივრის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს მე-15 დღის.
5.4 "ოპერატორის" გადაწყვეტილება უნდა იყოს ყოველმხრივ სრული, ობიექტური და დასაბუთებული.
5.5 ტელეფონის დაზიანების შემთხვევაში "აბონენტი" ტელეფონით ატყობინებს "ოპერატორის" დაზიანების ბიუროს. "ოპერატორი" ვალდებულია აღმოფხვრას დაზიანება შეტყობინებიდან 2 დღის ვადაში.
5.6 "ოპერატორის" საინფორმაციო სამსახურში "აბონენტს" შეუძლია უფასოდ მიიღოს ინფორმაცია ტარიფების, არსებული დავალიანების და დამატებითი მომსახურების შესახებ.

6. ფორს-მაჟორი
6.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
6.2 დაუძლეველი ძალის გარემოებებს მიეკუთვნება სტიქიური უბედურებები (წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი და სხვა), საომარი მოქმედებები, სამოქალაქო არეულობები, გაფიცვები და სხვა აქტები, რაც შეაფერხებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

7. ხელშეკრულების ვადა
7.1 ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 (ერთი) წლის ვადით.
7.2 ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ხდება მხარეთა შეთანხმებით, ან ერთ-ერთი მხარის ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

8. სხვა პირობები
8.1 ყველა დავა მხარეებს შორის წყდება ურთიერთ შეთანხმებით, წინააღმდეგ შემთხვევაში - სასამართლოს მეშვეობით.
8.2 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლიარად, თითოეულს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.

9. საერთო პირობები
9.1. აბონენტი აცხადებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, მათ შორის მისი რეკვიზიტები, სწორია.
9.2. აბონენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ გაცნობილია და ეთანხმება კომპანიის მომსახურების წესსა და ტარიფებს.
9.3. წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.

"ოპერატორი"
შპს "ლაგი"
ვაჟა-ფშაველას გამზ. #41
ს/კ 202911242
სს. “ლიბერთი ბანკი” ც/ფ
კოდი LBRTGE22
ა.ა #GE56LB0113112212244000
2425004;2425060; 2425050
ხელმოწერა ----------------------

"აბონენტი" ________________________

ხელმოწერა --------------------------

დანართი
1.1 სააბონენტო გადასახადი შეადგენს ნომერზე 10 (ათ) ლარს (30 დღიანი მომსახურების ვადა) (დღგ- სა და 112 ის მომსახურების ჩათვლით)
1.2 აბონენტის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია დაფაროს დავალიანება (ასეთის არსებობისას) .
VOIP ნომრის ინსტალაცია 0 თეთრი
შიდა ზარები 0 თეთრი
საქართველოს მობილურ და ადგილობრის ქსელში წუთის ღირებულება 0 თეთრი
საუბრების წამობრივი დამრგვალება საერთაშორისო ზარები)

საერთაშორისო ზარის განსახორციელებლად აკრიფეთ: 00 და უცხოეთის კოდი და ნომერი
საქართველოში მობილუირ ქსელში დასაკავშირებლად აკრიფეთ: 0 და მობილური ოპერატორის კოდი და ნომერი.
ლაგის საინფორმაციო სამსახურის ნომერია: 2425060 2425011