საქართველოს ბანკი


თბს ბანკი

Sმარტივი
ლიბერთი ბანკი



ხელშეკრულების სტანდარტული პირობები

კომპანია “ლაგი” (შემდგომში მომსახურების მიმწოდებელი) კისრულობს ვალდებულებას გაუწიოს მომხმარებელს საერთაშორისო , საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურება და მომსახურება მობილურ ტელეფონებზე 10-54 კოდისა და ოპერატორის 242-50-50 ის გამოყენებით.

მომსახურების ტარიფები:

  1. მომსახურების ტარიფებს ამტკიცებს მომსახურების მიმწოდებელი.

  2. მომსახურების ტარიფების შეცვლის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია 10 დღით ადრე აცნობოს მომხმარებელს. ახალი ტარიფი ცნობილი ხდება მომხმარებლისათვის, თუ ისინი გამოქვეყნებულია მომხმარებლის ვებ-გვერდზე www.Lagi.ge

  3. იმ შემთხვევაში თუ, ახალი ტარიფები მიუღებელი აღმოჩნდება მომხმარებლისათვის, მას უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.
მხარეთა უფლება-მოვალეობანი
  1. მომხმარებელი ვალდებულია მომსახურების მიღებიდან (პირველი გადაუხდელი საუბრიდან) 35 დღის განმავლობაში გადაიხადოს დავალიანება სრულად ან ნაწილ-ნაწილ მომსახურების მიმწოდებელთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

  2. მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს ცალმხრივად უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე, თუ იგი 2 კვირით ადრე წერილობით აცნობებს მას ამის შესახებ.

  3. მომსახურების მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას კვირაში ერთხელ გააფრთხილოს მომხმარებელი დავალიანების არსებობის შესახებ. გაფრთხილება შეიძლება განხორციელდეს, როგორც ავტომატის მეშვეობით, ასევე კომპანიის ოპერატორების საშუალებით.

  4. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სატელეფონო მომსახურება მომხმარებელს ეზღუდება პირველი გადაუხდელი საუბრიდან 35 დღის შემდეგ.

  5. მომსახურების მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას 3 (სამი) ლარამდე დავალიანების მქონე მომხმარებელს სატელეფონო მომსახურება არ შეუზღუდოს.

  6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის დავალიანება მიაღწევს 100 (ასი) ლარიან ლიმიტს მომხმარებელს სატელეფონო მომსახურება ავტომატურად შეეზღუდება.

  7. მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია განურჩევლად დავალიანების ოდენობისა შეზღუდული მომსახურების აღდგენისათვის მომხმარებელს დაუწესოს აღდგენის საფასური 3 (ხუთი) ლარის ოდენობით.

  8. საუბრების წუთობრივი დამრგვალება ხდება 0.5 წუთის სიზუსტი

  9. მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეზღუდული სატელეფონო მომსახურების აღდგენა ხდება გადახდის დღეს, თუ დავალიანება დაიფარა სამუშოს დღის 18.00 საათამდე.

  10. დავალიანების დაფარვა მომხმარებელს შეუძლია “საქართველოს ბანკის”, “კორ-სტანდარტ ბანკის”, “ლიბერთი ბანკის” ნებისმიერ ფილიალში, ასევე მომენტალური გადახდის სისტემებში..
დავათა გადაწყვეტა:
  1. მხარეთა შორის წარმოშობილი უთანხმოება უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით.
  2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს გზით.
საავტორო უფლებები დაცულია © 1999-2017 შ.პ.ს "ლაგი"